მენეჯმენტის ტრეინინგი თბილისის სააპელაციო სასამრთლოში
საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერთა კომპეტენციის ამაღლებისა და გაღრმავების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო ტრეინინგების სერია სასამართლო მენეჯმენტის თემაზე;
ოთხ დღიან ტრეინინგში, ჩართული იყვნენ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, სასამართლოში მენეჯმენტის განხორცილებაზე პასუხისმგებელი პირები და მოსამართლეები; ტრეინინგს უძღვებოდნენ გერმანელი და პოლონელი ტრენერები.
ტრეინინგის ფარგლებში განხილული თემებია: SWOT ანალიზი, მენეჯმენტის ხერხები, სტრატეგია და ორგანიზაციული ანალიზი, საკვანძო ინფორმაციული სისტემების ანალიზი და სხვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ-ს) ტრეინინგის ორგანიზებისათვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ერთობლიობაში შედგება 4 ტრეინინგი საქართველოსა და გერმანიაში;