თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსწავლეების ტური სააპელაციო სასამართლოში
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში “დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის“ და ექვთიმე თაყაიშვილის 163-მე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, არასრულწლოვანთა უფლებებისა და სამოსამართლო საქმიანობის შესახებ. პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები. სიახლეა ისიც, რომ სასამართლო ტურს დაემატა ერთი საინტერესო რუბრიკა: „ ამოხსენი კაზუსი“; ტურის ფარგლებში მოსწავლეები ისმენენ კაზუსს საბავშვო-სახალისო სამართლის წიგნიდან „სამართლის ქალაქი“ - სანამ ისინი კაზუსის პასუხს გაიგებენ თავად ცდილობენ კაზუსს სამართლებრივი დასაბუთება მოუძებნონ. ლექციის დასრულების შემდგომ, მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს, იხილეს სხდომათა დარბაზები და დაესწრნენ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესს.