სასამართლო ტური სკოლის მოსწავლეებისთვის
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურომ განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში 118-ე სკოლის მოსწავლეებისათვის სასამართლო ტური გამართა.
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია სასამართლო სისტემის, არასრულწლოვანთა უფლებებისა და სამოსამართლო საქმიანობის შესახებ.
პრეზენტაციის ფარგლებშივე განხილული იქნა აგრეთვე, სასამართლო ინსტანციებს შორის განსხვავებები, სასამართლო ატრიბუტიკის თავისებურებები.
ლექციის დასრულების შემდგომ, მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.