განცხადება ინტერნეტ გამოცემა ექსპერნიუსზე (epn.ge) გავრცელებულ სტატიასთან დაკავშირებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კერძო საჩივარი საყდრისის სტატუსთან დაკავშირებულ საქმეზე და მიიღო გადაწყვეტილება 2015 წლის 14 აპრილს. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი საქმეში მონაწილე მხარეებს ეცნობათ იმავე დღეს, ხოლო დასაბუთებული განჩინება მომზადდა და ქალბატონ ნინო მიქიაშვილს ჩაბარდა 2015 წლის 21 აპრილს. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დასაბუთებული განჩინების მომზადების კანონით დადგენილი ვადა შეადგენს 14 დღეს, რომელიც მოცემული საქმის შემთხვევაში იწურება 2015 წლის 28 აპრილს.