საია-ს იმიტირებული პროცესი სასამართლოში
26 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი გამართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. პროცესში საია -ს იურიდიული დახმარების ცენტრის თანაშემწეებმა მიიღეს მონაწილეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან მომავალი იურისტების განათლების ხელშეწყობის კუთხით. სასამართლო მიესალმება ყველა ამგვარ საინტერესო პროექტს და მზადაა აქტიურად ჩაერთოს მსგავს წამოწყებებში.