იმიჯი და კომუნიკაცია
30 სექტემბერს და 1-ლ ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ორგანიზებით სასამართლოს მოხელეებისთვის ჩატარდა მასტერ-კლასი შემდეგ თემებზე: კომუნიკაციის ხელოვნება; იმიჯი: საკუთარი თავის წარმოჩენის ხელოვნება.
მასტერ-კლასს უძღვებოდა თბილისის ეტიკეტის სკოლის ექსპერტი ნინო ახალაია. სასამართლო მადლობას უხდის ქალბატონ ნინოს მხარდაჭერისთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლო მოწოდებულია ხელი შეუწყოს სასამართლოს მოხელეთა განგრძობად პროფესიულ განათლებას.