სტუდენტები სასამართლოში
სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ესტუმრნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფის" მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები.
სტუდენტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსმა უჩა თოდუამ წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს სასამართლოების სისტემის, მოსამართლის როლისა და ძირითადი სამართლებრივი კონცეფციების შესახებ.
პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო ტური ყოველკვირეულად იმართება სკოლის მოსწავლეებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.