სასამართლო ტური სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფის სტუდენტებისთვის
თბილისის სააპელაციო სასამართლოს, განგრძობადი განათლების პროექტის ფარგლებში, არასამთვრობო ორგანიზაცია ,,სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფის" (LSP) იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ.
ტურის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თათია ქვრივიშვილმა. პრეზენტაცია შეეხებოდა საქართველოს სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურასა და მოსამართლის საქმიანობის.
ტურის ბოლოს, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.
აღნიშნულ ორგანიზაციასთან თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს და მომავალშიც გეგმავს საამართლო ტურის გამართვას მათი სტუდენტებისათვის.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო ტურზე დარეგისტრირება შეუძლია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სამართლით.