თბილისის სააპელაციო სასამართლო
ტრეინინგი მენეჯმენტსა და ლიდერობაში
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მენეჯერული პოზიციის მქონე საჯარო მოხელეებისთვის 2016 წლის 26-28 იანვარს ჩატარდა ტრეინინგის "ლიდერობა და მენეჯმენტი" მე-4 მოდული, რომელიც მიეძღვნა ადამიანური რესურსების მართვის თემატიკას. ტრეინინგის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს და ივარჯიშეს საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენის, გასაუბრების ჩატარების, ახალი კადრების შერჩევის, ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის, გუნდური მუშაობის, კონფლიქტების მართვისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ტრეინინგს უძღვებოდნენ გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb Academy) ექსპერტები: ჰანს რიგერი და პატრიცია სუვაი. თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ტრეინინგის ჩატარების ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერისთვის.