დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეების ვიზიტი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები ეწვივნენ.
სასამართლო ტურის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თამარ ერგემლიძემ. პრეზენტაცია შეეხებოდა საქართველოს სასამართლოების სისტემას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურასა და მოსამართლის საქმიანობის. ტურის ბოლოს, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო ტურზე დარეგისტრირება შეუძლია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სამართლით