ლიდერობა და მენეჯმენტი, V სესია
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები და მენეჯერული პოზიციის მქონე საჯარო მოხელეები 2016 წლის 6-11 მარტს იმყოფებდნენ გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, სადაც მონაწილეობა მიიღეს გაცვლით ვიზიტში, რომელიც მიეძღვნა მართლმსაჯულების სისტემაში ლიდერობისა და მენეჯმენტის სახელმძღვანელოს შექმნას.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სემინარი ლიდერობასა და მენჯმენტში. სემინარს უძღვებოდნენ გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb Academy) ექსპერტები: ჰანს რიგერი და პატრიცია სუვაი. ვიზიტის მონაწილეები ასევე ესტუმრნენ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის იუსტიციის აკადემიას და ქალაქ ესსენის სასამართლოს. შეხვედრების მონაწილეებმა იმსჯელეს მართლმსაჯულების ეფექტიანი ორგანიზების, ცვლილებების მართვის, მოხელეთა მოტივირებისა და ლიდერობისა და მენეჯმენტის არაერთ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლო მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ტრეინინგის ჩატარების ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერისთვის.