169-ე სკოლის მოსწავლეების ვიზიტი სასამართლოში
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბურო კვლავაც განაგრძობს სასამართლო ტურის პროექტს სამართლით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისა და იურიდიული ფაჯულტეტის სტუდენტებისათვის.
24 მარტს, სასამართლომ 169-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სასამართლო სისტემისა და მოსამართლის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა ნინო მელაძემ.
ტრადიციისამებრ, ტურის ბოლოს მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.