სკოლის მოსწავლეები სასამართლოში
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით კვლავაც გრძელდება სასამართლო ტურის პროექტი.
ამჯერად, სასამართლოს კასპის კერძო სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ესტუმრნენ. ტურის ფარგლებში, პრეზენტაცია გამართა თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტმა თამარ ერგემლიძემ. მოსწავლეები გაეცნენ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციებს, სასამართლო სისტემას, მოსამართლის საქმიანობას, არასრულწლოვანთა უფლებებს. პრეზენტაციის ბოლოს, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ემსჯელათ კაზუსებზე.
ტრადიციისამებრ, პრეზენტაციის დასრულების შემდგომ მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.