თბილისის სააპელაციო სასამართლო
ცხადდება მიღება სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასაწავლო კურსზე. კურსი განკუთვნილია, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირთათვის, რომლებმაც 21 წლის ასაკს მიაღწიეს და ფლობენ სახელმწიფო ენას. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა, რომლის ღირებულება შეადგენს 800 ლარს. კანდიდატებს საბუთების შემოტანა შეუძლიათ, 2016 წლის 15 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით. მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა N19. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.HSOJ.ge დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ: (995 32) 2 38 11 61