მიღება სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე
იუსტიციის უმაღლესი სკოლა აგრძელებს მიღებას სასამართლოს მოხელეთა სპეციალურ სასწავლო კურსზე.
კურსი განკუთვნილია, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირთათვის, რომლებმაც 21 წლის ასაკს მიაღწიეს და ფლობენ სახელმწიფო ენას.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 2 თვიანია, რომლის ღირებულება შეადგენს 800 ლარს.
კანდიდატებს საბუთების შეტანა შეუძლიათ, 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.
მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა N19.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.HSOJ.ge
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ: (995 32) 2 38 11 61