თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23 გერმანელი მოსამართლე სტუმრობდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა გერმანელი მოსამართლეების ჯგუფი.
სტუმრებს სასამართლოს თავმჯდომარე - ვალერი ცერცვაძემ და ქართველმა მოსამართლეებმა უმასპინძლეს.
საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეთა დანიშვნის წესის, საქმეთა განაწილებისა და მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების ქართული მოდელების მიმართ.