საჯარო ლექცია თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში
21 ოქტომბერს, თბილისის სასწავლო უნივერსისტეტის მიწვევით საჯარო ლექცია გამართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლებმა.
სალექციო თემას წარმოადგენდა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს და აქტიურად მონაწილეობს ყველა იმ პროექტში, რომელიც ხელს უწყობს მომავალი თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.