ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, ამჯერად იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრთან.
მემორანდუმის მიზანია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება სასამართლოსა და ცენტრს შორის. სასამართლო გამოყოფს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას, უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრს სხდომის დარბაზებით იმიტირებული პროცესების ჩატარებისათვის, ასევე მხარს დაუჭერს ცენტრს საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ ნინო ლიპარტიამ.
შეხვედრის ბოლოს იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრმა მადლობის სიგელი გადასცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან სტუდენტთა პრაქტიკული ცოდინის ამაღლების მიზნით.