თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო ახორციელებს სასამართლო ფორმების პროექტს. ამჯერად პროექტის ფარგლებში შეიქმნა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა არასასარჩელო ფორმა (ჯამში 34).
გაითვალისწინეთ, რომ შემუშავებული ფორმების გამოყენება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, არ არის სავალდებულო და ატარებს მხოლოდ ნებაყოფლობით ხასიათს.
მადლობელი ვიქნებით, თუ პროექტის მოცულობიდან გამომდინარე შესაძლოდ დაშვებული შეცდომების შესახებ შეგვატყობინებთ ონლაინ დახმარების ან ელექტრონული ფოსტის (tbappeal@court.ge) მეშვეობით.
იმედი გვაქვს, წარმოდგენილი ფორმები ხელს შეუწყობს სასამართლოს ხელმისაწვდომობის ზრდას, საქმისწარმოების ხარისხის ამაღლებასა და თვითდამცველი პირებისთვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას.