რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად სასამართლოში
2 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს რუსთავის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ტრადიციისამებრ, სასამართლო ტური თავმჯდომარის ბიურომ გამართა.
ამჯერად, პრეზენტაცია გამართა თვმჯდომარის ბიუროს უფროსმა უჩა თოდუამ. მოსწავლეები გაეცნენ სასამართლოს სისტემას, მოსამართლის როლს, გაიმართა დისკუსია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ტრადიციისამებრ, სასამართლო ტურის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა.