გადაწყვეტილება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) თემაზე
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე 2ბ/167-15 (2015-12-22). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი).
გადაწყვეტილებაში მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. მოსარჩელემ ამხანაგობასთან დადო გარიგება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა ნარდობის ხელშეკრულებად, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ამხანაგობის ხელშეკრულებად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთვის განსხვავებული აზრი.
გადაწყვეტილებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ცნება;
☛ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა;
☛ ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრება.