თბილისის სააპელაციო სასამართლოს მადლობის სიგელი გადაეცა
თბილისის სააპელაციო სასამართლო კვლავაც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან მომავალი თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით. მათ შორისაა ინოვაციური განათლების ცენტრი.
2 მარტს, აღნიშნული ცენტრის სტუდენტები კიდევ ერთხელ ეწვივნენ სასამართლოს. სასამართლო ტურის ფარგლებში სტუდენტებს სასამართლოს მენეჯერი უჩა თოდუა შეხვდა. პრეზენტაციის გამართვის შემდეგ, ინოვაციური განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მადლობის სიგელი გადასცეს.