ზიანის ანაზღაურება სამედიცინო დაწესებულებაში დამდგარი ფინანსური დანაკლისისათვის
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე №2ბ/1919-15 (2016-02-23). გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
გადაწყვეტილებაში მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურება სამედიცინო დაწესებულებაში დამდგარი ფინანსური დანაკლისისათვის. სამედიცინო დაწესებულება მოითხოვდა ყოფილ დირექტორსა და განყოფილების უფროსზე ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, შესრულებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტაციის შესაბამის დამფინანსებელთან წარუდგენლობის გამო დამდგარი ფინანსური დანაკლისისთვის. სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ყოფილ დირექტორს არ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ მას არ დაურღვევია კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის ვალდებულება. არ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება ასევე განყოფილების უფროსს, გამომდინარე იქიდან, რომ დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა ზიანის გამომწვევი ქმედების შესრულებისადმი მოპასუხის ვალდებულების არსებობა.
გადაწყვეტილებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ ზიანის ანაზღურება
☛ მტკიცების ტვირთის განაწილება შრომის სამართალში
☛ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება
☛ კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის ვალდებულება
☛ გულმოდგინეობის ვალდებულება
☛ ერთგულების ვალდებულება
☛ ბრალი ზიანის მიყენებაში