გადაწყვეტილება სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების თაობაზე
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე №2ბ/5993-15 (2016-05-27). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. (გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი).
გადაწყვეტილებაში მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება. მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეზე გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის დაკისრებას. საქმის საკვანძო საკითხს წარმოადგენდა იმის დადგენა, მხარეებს შორის ხელშეკრულება დადებული იყო 2 თვის ვადით, თუ 12 თვის ვადით. დამზღვევს გადახდილი ჰქონდა 2 თვის სადაზღვევო პრემია, ხელშეკრულებაში მითითებული იყო 12 თვის ვადა, თუმცა დამზღვევს ხელმოწერილი ჰქონდა არა ხელშეკრულება, არამედ ხელშეკრულების დანართები. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 12 თვის ვადით ხელშეკრულების დადებაზე ნების გამოვლენას ადგილი არ ჰქონია.
გადაწყვეტილებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ დაზღვევის ხელშეკრულების დადება
☛ ხელშეკრულების ხელმოწერა
☛ ხელშეკრულების შეწყვეტა/მოშლა
☛ ნების გამოვლენის განმარტება/ინტერპრეტაცია
☛ სადაზღვევო შესატანი (პრემია)
☛ სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდა
☛ მტკიცების ტვირთის განაწილება