სტუდენტებისათვის სასამართლო ტური გაიმართა
9 მარტს, სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტები ეწვივნენ.
ტრადიციულად, ტურის I ნაწილში პრეზენტაცია გაიმართა სტუდენტებისათვის, რომელსაც თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თათია ქვრივიშვილი უძღვებოდა. პრეზენტაცია შეეხებოდა სასამართლო სისტემას, მოსამართლის სამართლებრივ სტატუსს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურას და სასამართლოს როლს.
ტურის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების გამოფენა.