განაჩენი ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკის უკანონო მოხმარების შესახებ
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სხვა ნარკოტიკული საშუალების სანქციის ნაწილში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების დასაბუთება და, შესაბამისად, ამ ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები..."
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენს 1/ბ-167-17 (2017-03-02). განაჩენი საბოლოოა, არ გასაჩივრებულა.
განაჩენში ციტირებულია უზენაესი სასამართლოს ორი განაჩენი.
განაჩენში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკის უკანონო მოხმარება
☛ თავისუფლების აღკვეთა, როგორც უკიდურესი ღონისძიება