თავდაცვის მინისტრის ბრძანების შეუსრულებლობის გამო სამსახურიდან გათავისუფლება
,,საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების შეუსრულებლობა [..] შესაძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს (თავდაცვის სამინისტრო) და თანამდებობის სპეციფიკიდან (ადმინისტრაციის უფროსი) გამომდინარე, მიჩნეული ყოფილიყო სამსახურებრივი მოვალეობის ისეთ უხეშ დარღვევად/შეუსრულებლობად, რომელიც დისციპლინური სახდელის სახედ იმსახურებდა სწორედ სამსახურიდან დათხოვნას და არა უფრო მსუბუქ სახდელს."
სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას (სები) დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საქმეზე 3ბ/1952-15 (2016-02-04). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
გადაწყვეტილებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესი;
☛ აქტის დასაბუთებულობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ ურთიერთობებში;
☛ დასაბუთების არარსებობა როგორც არასაკმარისი საფუძველი აქტის ბათილობისათვის;
☛ დისციპლინური გადაცდომის გამო სამსახურიდან გათავისუფლება როგორც პირველადი ღონისძიება;
☛ სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევა.