განჩინება საადვოკატო საქმიანობის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებას 1/ბ-249-17 (2017-04-19). განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისთვის მსჯავრდებულმა, რომელიც ითხოვდა საადვოკატო საქმიანობის უფლების აღდგენას ვადაზე ადრე იმ არგუმენტით, რომ მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა საადვოკატო საქმიანობა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, ვინაიდან იგი დაკავშირებული იყო ადვოკატის მიერ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენასთან.
განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია;
☛ საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.