იმიტირებული პროცესი ,,ადამიანი და სამართალი
8 და 9 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის "ადამიანი და სამართალი" ფინალური ტური ჩატარდა. გამარჯვებული გუნდის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან. ღონისძიება ორგანიზებული იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან და მხარს უჭერს მსგავსი სახის საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას.