103-ე სკოლის მოსწავლეებისთვის სასამართლო ტური გაიმართა
27 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ტრადიციისამებრ, სტუმრებისათვის სასამართლო ტური გაიმართა.
თავმჯდომარის ბიუროს კონულტანტმა ნათია გაბინაშვილმა მოსწავლეებს გააცნო სასამართლო ხელისუფლების დანიშნულება, საქართველოს სასამართლოების სისტემა, მოსამართლის როლი. ხოლო ტურის ბოლოს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სასამართლო სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების ფოლიანტები, რომელიც გამოფენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში.