თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოხელეებმა საქველმოქმედო მარათონში მიიღეს მონაწილეობა
7 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოხელეებმა მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო მარათონში Wings for Life World Run, რომელიც ლოპოტას მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
აღნიშნულ აქციაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლები უკვე მეორე წელია რაც მონაწილეობას იღებენ. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მსგავსი სახის საქველმოქმედო სოციალურ ღონისძიებებს.