კილის და რენდსბურგის მოსამართლეების ვიზიტი სააპელაციო სასამართლოში
18 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სასამართლოს მენეჯერის უჩა თოდუას ხელმძღვანელობით გერმანელ მოსამართლეებს უმასპინძლა. გერმანიის ქალაქების - კილისა და რენდსბურგის მოსამართლეები, ასევე ქალაქ მიუნსთერის პოლიციის აკადემიის პროფესორი გაეცნენ ინფორმაციას ქართული სასამართლო სისტემის, მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ.
ისინი ასევე დაესწრნენ სასამართლო პროცესს და შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სამოქალაქო სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო მოხარულია, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ გერმანელ კოლეგებს დიდი ინტერესი გააჩნიათ და მზადყოფნას გამოთქვამს უმასპინძლოს მსგავსი ხასიათის გაცნობით ვიზიტებს.