ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების (2 კანდიდატის) შესარჩევად ცხადდება კონკურსი.
საქართველოს მხრიდან წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ამჟამად შესარჩევია 2 კანდიდატი.
კანდიდატთა შერჩევის პრინციპები:
• კანდიდატურების შერჩევის პროცესი იქნება საჯარო და ღია;
• ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიეწოდება ინფორმაცია შერჩევის პროცედურის შესახებ;
• კანდიდატთა გვარები საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება ანბანური თანმიმდევრობით;
• არ უნდა იქნეს წარდგენილი ისეთი კანდიდატურა, რომელიც გამოიწვევს ad hoc მოსამართლის დანიშვნას;
• წარმოდგენილ კანდიდატთა შორის იქნება ორივე სქესის ერთი წარმომადგენელი მაინც (გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები მიეკუთვნებიან მათი საერთო რაოდენობის 40%-ზე ნაკლებად წარმოდგენილ სქესთა კატეგორიას, ან არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება).
განცხადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 24 აგვისტო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების, განაცხადის წარდგენისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ მიმაგრებული ფაილი.