საგამოძიებო კოლეგიის განჩინება გირაოს საპატიმრო უზრუნველყოფით შეფარდების სავალდებულოობის თაობაზე
,,სსსკ-ის 206-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს სასამართლოს ვალდებულებას დაკავებული ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც პირის ბრალდებულის სახით დაკავება განხორციელებულ იქნა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით."
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებას №1გ/895-17 (29 ივნისი, 2017 წელი). განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
განჩინებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით,
☛ განგრძობადი პატიმრობის დაუშვებლობა,
☛ მოსამართლის დისკრეცია აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას.