თბილისის სააპელაციო სასამართლო
განგრძობადი განათლების პროექტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად მხარს უჭერს და ხელს უწყობს სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებასა და იურიდიული წრეებისათვის კვალიფიკაციის მუდმივად ზრდის შესაძლებლობების შექმნას. ამ მიმართულებით იგეგმება სხვადასხვა საჯარო ლექციები და პრეზენტაციები, რომელთა ფარგლებში სამართლის სფეროში ცნობილი პროფესიონალები დაინტერესებულ აუდიტორიას სთავაზობენ ლექციებს. პროექტის განხორციელებისას სააპელაციო სასამართლოს აქტიურად ეხმარებიან პარტნიორი უნივერსიტეტები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები. პროექტს ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო.