სისხლის უანგარო დონაციის აქცია
14 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. მოსამართლეებმა და აპარატის თანამშრომლებმა, ამჯერად, დახმარება სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურს გაუწიეს.
შეგახსენებთ, სისხლის უანგარო დონაციის აქცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში პერმანენტულად იმართება, რომლის მიზანს სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს სოციალურ აქტივობებს და მუდამ მზადაა მონაწილეობა მიიღოს მსგავსი სახის ღონისძიებებში.