ხორვატი მოსამართლე სტუმრად სასამართლოში
18 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტუმრად ხორვატი მოსამართლე და ექსპერტი ჟელკო პაიალიჩი ეწვია. სტუმარს სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი და მოსამართლის თანაშემწეები შეხვდნენ.
შეხვედრა განხორციელდა „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით იუსტიციის უმაღლეს სკოლის მიერ.
შეხვედრის ძირითად მიზანს სასამართლო მოხელეთა განგრძობითი ტრენინგის პროგრამებისა და ტრენინგის საჭიროებების შესწავალა-ანალიზი წარმოადგენდა. სასამართლოს თანამშრომლებმა ექსპერტს გაუზიარეს ახალი და აქტუალური თემები. რის საფუძველზეც მომზადდება ახალი სასწავლო პროგრამა და უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ტრენინგები.
პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სასამართლოსა და სამართლებრივი რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული ინსტიტუტების გრძელვადიანი სტაბილურობისა და ეფექტიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველყოფის გზით.