2017 წლის ანგარიში
2017 წლის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 426 განცხადება შემოვიდა.
შემოსულ განაცხადთაგან 324 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 1 განცხადებაში მითითებული საკითხები მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადება გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, 33 მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 1 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება, 67 განცხადებაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.