ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტთან
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და უნივერსერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა სწავლების ხარისხის ამაღლებას.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსუტეტის რექტორმა ლევან ჯანგულაშვილმა და სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა ვანო ბოლქვაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, სასამართლო უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სასამართლო პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებაში.
მემორანდუმით გათვალისწინებული პირობებით, სასამართლო უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, უზრუნველყოფილ სხდომის დარბაზებს უნივერსიტეტის მიერ იმიტირებული პროცესების ჩატარებისათვის, ასევე უზრუნველყოფს სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საქმეთა ანალიზების (ე.წ. Case Brief-ების) განთავსებასა და მათი შესაბამისი საქმის მოსამართლეებისათვის მიწოდებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორის, თავისუფალ უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ქართულ უნივერსიტეტთან.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ხარისხიან განათლებას. დღევანდელი მდგომარეობით, სააპელაციო სასამართლოში 70-მდე სტუდენტი გადის სტაჟირებას.