აღდგენითი მართლმსაჯულების ექსპერტთან კრისპა პელიკანთან შეხვედრა გაიმართა
2 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღდგენითი მართლმსაჯულების საერთაშორისო ექსპერტი კრისტა პელიკა ეწვია. შეხვედრა განკუთვნილი იყო თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების ანალიტიკური რგოლების თანამშრომლებისთვის.
ღონისძიებაზე განხილულ იქნა სასამართლო პრაქტიკის კრიმინოლოგიური კვლევისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესის კვლევის თავისებურებები, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებაზე მიმართული კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხები.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) ინიციატივითა და ორგანიზებით.