ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2 მარტს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა ვანო ბოლქვაძემ.
მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა სწავლების ხარისხის ამაღლებას.