სასამართლოსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
14 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, ამჯერად თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტთან. მემორანდუმს უნივერსიტეტის პრორექტორმა კახი ყურაშვილმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა ვანო ბოლქვაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, სასამართლო უზრუნველყოფს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სასამართლო პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა სამართლებრივი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით.