2019 წლის ანგარიში
2018 წლის 6 დეკემბრიდან 2019 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 295 განცხადება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოსული განცხადებებიდან 2 განცხადებაში მითითებული საკითხები მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, განცხადება გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;
იმ განცხადებებიდან, რომლებიც განეკუთვნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას (293), საჯარო ინფორმაცია: მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაიცა - 220 შემთხვევაში; 43 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;
30 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.