თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა და მოხელეებმა StopCov ფონდში 20 000 ლარი გადარიცხეს.
გლობალური პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად საზოგადოებაში უპრეცედენტო კონსოლიდაციის ფონზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მონაწილეობა მიიღო ახალი კორონა ვირუსის (COVID19) პანდემიასთან ბრძოლის აქციაში. აქციის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მოხელეების აქტიური ჩართულობის შედეგად, მათივე სახსრებით, მობილიზდა 20 000 ლარი, რაც სრულად გადაირიცხა პანდემიასთან ბრძოლის ფონდში.
განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თითოეული მოსამართლისა და მოხელის მზადყოფნა მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნული სოლიდარობის აქციაში.