თბილისის სააპელაციო სასამართლო
შედარებით-ანალიტიკური მიმოხილვა - 2020 წელი
მართლმსაჯულების გამჭვირვალობის პრინციპის და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მომზადებული წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წელს შემოსული საჩივრების, განცხადებების და სხვა ტიპის კორესპონდენციის შესახებ არსებული სტატისტიკური ინფორმაციის შედარებით-ანალიტიკურ მიმოხილვას.