ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
2023-12-26
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო და ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური ვერსია) - მუჰამადი და მუჰამადი რუმინეთის წინააღმდეგ.
გადაწყვეტილება შეეხება ევროპული კონვენციის მეშვიდე ოქმის პირველი მუხლის სავარაუდო დარღვევას - ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მიზნით პირის გაძევების თაობაზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას საიდუმლო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც განმცხადებლისთვის არ გამჟღავნებულა, სათანადო დამაბალანსებელი გარანტიების გარეშე.
სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებული ფაილის სახით.