პრეს-მდივანი

19-06-2025

პრესმდივნის კომპეტენცია/მოვალეობები განისაზღვრება შემდეგნაირად:

• პრესმდივანი თავის საქმიანობას წარმართავს სასამართლო ხელისუფლების ამოცანებისა და მიზნების შესაბამისად;

• პრესმდივანი ინფორმაციის მოძიებისა და სწორად მიწოდების მიზნით თანამშრომლობს როგორც სპიკერ-მოსამართლესთან, ასევე სხვა სასამართლოების პრესსამსახურებთან;

• პრესმდივანი და სპიკერ-მოსამართლე მუშაობას წარმართავენ კოორდინირებულად;

• პრესსმდივანი უზრუნველყოფს სპიკერ-მოსამართლისათვის ინფორმაციისა და საჭირო დოკუმენტების მოძიებას.

პრესმდივანი სააპელაციო სასამართლოს საქმოანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით:

• აწყობს ბრიფინგებს, პრესკონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს;

• საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკმაყოფილებს პრესისა და სხვა მასობრივ საშუალებათა მოთხოვნებს ინფორმაციის მიწოდებაზე;

• ამზადებს პრესრელიზებს, საინფორმაციო ფურცლებსა და სხვა ბეჭდურ მასალას;

• უზრუნველყოფს ბეჭდური და ელექტრონული მედიიდან ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს;