გადაწყვეტილება იჯარის ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე
2017-04-04
წარმოგიდგენთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას 2ბ/5318-15 (2017-07-11). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი).

საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოსარჩელე ითხოვდა იჯარის ქირის დაკისრებას მოპასუხეზე. მოპასუხის შესაგებელი ეფუძნებოდა ორ გარემოებას: (1) ხელშეკრულება იყო ბათილი, რადგან დადებული იყო 2 წლის ვადით და არ განხორციელებულა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; (2) ხელშეკრულების საგანი იყო ნივთობრივად ნაკლიანი, რამაც გამოიწვია სარემონტო ხარჯები. ორივე ინსტანციის სასამართლოს განმარტებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არარსებობა არ იწვევს იჯარის ხელშეკრულების ბათილობას. სარემონტო სამუშაოების ხარჯებთან მიმართებით მოპასუხემ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ აუცილებელი შესრულება განხორციელებული იყო მესაკუთრის ინტერესისა და ნების შესაბამისად.

გადაწყვეტილებაში არსებითად განხილულია შემდეგი თემები:
☛ იჯარა;
☛ საჯარო რეესტრი;
☛ რეგისტრაციის სამართლებრივი შედეგები;
☛ ნივთობრივი ნაკლი;
☛ რემონტის ხარჯები;
☛ ნივთის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება;
☛ მხარის ახსნა-განმარტება (მტკიცებულება);
☛ დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია