სისხლის უანგარო დონაციის აქცია სასამართლოში
2017-06-01
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სასამართლოს მოსამართლეებმა, ისე მოხელეებმა და სტაჟიორებმა.
აღნიშნული აქცია პერმანენტულად ტარდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მიზნად ისახავს სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას.
© 2013, თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
სატელეფონო ცენტრი: (+995 32) 251 85 21

საიტის ძველი ვერსია