თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2018-05-11
10 მაისს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.იმიტირებული პროცესის ფარგლებში, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი. პროცესის დასრულების შემდეგ, ჟიურიმ საუკეთესო მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განგრძობადი განათლების პროექტი 2011 წლიდან ხორციელდება და ხელს უწყობს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.